09 აგვისტო 2020,   19:06
ვრცლად
ჯანმოს ხელმძღვანელი: უდიდეს საფრთხეს არა თავად ვირუსი, არამედ სოლიდარობისა და ხელმძღვანელობის ნაკლებობა ქმნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 237 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 565 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 12 700 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 563 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველაზე მძიმე ვითარება კვლავ შეერთებულ შტატებშია, თუმცა ბრაზილიასა და ინდოეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად კატასტროფულად იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობის გამოჩენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, პანდემიას გაყოფილი მსოფლიო ვერ დაამარცხებს.

"ჩემო მეგობრებო, ნუ დაუშვებთ შეცდომას: უდიდეს საფრთხეს არა თავად ვირუსი, არამედ როგორც გლობალურ, ასევე ეროვნულ დონეზე სოლიდარობისა და ხელმძღვანელობის ნაკლებობა ქმნის," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი  ტედროს გებრეიესუსი.

დღის ამბები