20 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
აშშ-ში ბოლო 24 საათში COVID-19-ის რეკორდული - 63 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირების კვლავ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ქვეყანაში კორონავირუსის 63 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნისთვის ეს რეკორდული დღიური მაჩვენებელია. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა სხვადასხვა შტატში, მათ შორის ალასკაში, ჯორჯიაში, აიდაჰოში, ლუიზიანაში მონტანაში, ოჰაიოში, იუტაში და ვისკოსინში.

"ჩვენ არ ვაპირებთ მოვადუნოთ ყურადღება, თუკი ინფიცირების მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს, საზოგადოება არ დაიცავს აუცილებელ წესებს, მზად ვართ გავატაროთ სპეციალური ზომები, რათა გვქონდეს დაცულობის განცდა," - აცხადებს ვირჯინიის გუბერნატორი რალფ ნორტემი.

დღის ამბები