09 აგვისტო 2020,   18:59
ვრცლად
სერბეთის დედაქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადების გამო, ადგილობრივებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სერბეთის დედაქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადების გამო, ადგილობრივებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს, შემდეგ კი, დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.

10 ივლისის საღამოს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტში შეჭრა მაინც შეძლო. დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცველები და დემონსტრანტები, ასევე ჟურნალისტები.

"მე ხალხთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, პრობლემას ზოგიერთი პოლიტიკოსის უპასუხისმგებლო მიდგომა წარმოადგენს პანდემიასთან ბრძოლაში, ასეთ დროს საზოგადოების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ძალიან ცუდია. არავინ ცხოვრობს სათანადოდ არც ჩვენს ქვეყანაში და არც მსოფლიოში, ეს COVIS-19-ის დღევანდელობაა," -აცხადებს - სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი.

დღის ამბები