19 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილებას ეკლესიათა მსოფლიო საბჭო აპროტესტებს

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდებს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აია-სოფიას მუზეუმი მეჩეთად უნდა გადაკეთდეს.

"აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწყვეტილებით თქვენ თურქეთის გახსნილობის სიმბოლოს, გარიყულობისა და დაყოფის სიმბოლოდ აქცევთ"- აღნიშნულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წერილში, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკვე გაეგზავნა.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით კი, აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნების შეფასებები ვერ შეცვლის და ანკარის ეს ნაბიჯი თურქი ხალხის სურვილსა და მოთხოვნას ეფუძნებოდა.

აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გამოცხადების გამო მწუხარება გამოთქვა რომის პაპმა. პონტიფიკოსის თქმით, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ის ძალიან დაამწუხრა

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ყველაზე დიდი საერთაშორისო ეკუმენური ორგანიზაციაა, რომელიც 1948 წელს ამსტერდამში დაარსდა. მისი წევრი 350 ქრისტიანული ეკლესიაა და 500 მილიონზე მეტ ქრისტიანს წარმოადგენს.

აია-სოფიას მუზეუმის მეჩეთად გამოცხადების გამო მწუხარება გამოთქვა რომის პაპმაც. პონტიფიკოსის თქმით, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ის ძალიან დაამწუხრა.

შეგახსენებთ, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აია-სოფია მეჩეთად სცნო. შესაბამისად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ტაძარს მუზეუმის სტატუსი აღარ ექნება. 

დღის ამბები