25 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არ ჩაიფარცხება არაფერი... მედიის გამოყენებით თემის პოლიტიზირება მოხდა - მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე

ბოდბელის ეპისკოპოსი მეუფე იაკობი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს ეხმაურება. მეუფე იაკობის განცხადებით, საქმის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს.

"სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არ ჩაიფარცხება არაფერი. თუ გამოძიებაა, უნდა გამოიძიო. არ უნდა იყოს ზერელედ გამოძიებული. მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას და ვერც შსს, რომ ვიღაცას ხელს აფარებდნენ.

რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა. მე ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და მთელს საქართველოს. მინდა რომ ესეთი რამეები ჩემს ერში აღმოიფხვრას.

ვინც ჩაიდინა ვაჟკაცობა უნდა ეყოს და თქვას. განა რამდენს დაიჭერენ, ხო, ჩხუბია და რამდენი ადამიანიც ჩხუბშია ყველა მკვლელი ხომ არაა. აუცილებელია ითქვას, რომ არ მომეწონა, როდესაც მიცვალებულია სახლში და თემა პოლიტიზირებულია. მედიის გამოყენებით პოლიტიზირება მოხდა თემის. კი, ჟურნალისტებმა ბევრი რამე გაკეთეს, მაგრამ არ მგონია მათ გარეშე არ მისულიყო აქამდე ძიება.

სამწუხაროა, რომ გარდაცვლილია და აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა ბოლომდე ხომ არ უნდა გავწიროთ. გავწიროთ ვგულისხმობ, დააშავა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ისეთი რამეები ხომ არ უნდა ვუძახოთ, რომ გამოვლენ უფრო დააშავონ. ახალგაზრდები არიან, იჩხუბეს დალიეს, ვინმე უფროსი რომ ყოფილიყო, იქნებ გაეშველებინათ.

ჩემი თხოვნა იქნება ყველა პირის მიმართ, რომ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიას ნუ შეეხებით," - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღის ამბები