20 აპრილი 2024,   08:12
ვრცლად
მართლმადიდებლური სამყარო პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს პეტრე-პავლობაა. მართლმადიდებლები მოციქულების, პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავენ. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.

არქიმანდრიტი, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი მამა იოანე (მჭედლიშვილი) მართლმადიდებლებს პეტრე-პავლობის დღესასწაულს ულოცავს.

"ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მარხვა დასრულდა, მრევლი ზეიმობს. საზეიმო წირვა მიმდინარეობს და მოციქულთა ღვაწლი ჩვენს ისტორიაში ძალიან დიდია," - განაცხადა არქიმანდრიტმა.

დღის ამბები