ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ხე-ტყეს დაამზადებს, დაახარისხებს და ე.წ. საქმიან ეზოებში დაასაწყობებს.
სააგენტოს ხელმძღვანელი კახეთში მოსახლეობას შეხვდა და "საქმიანი ეზოების" კონცეფცია გააცნო.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის არჩილ ნიკოლეიშვილის განცხადებით, "საქმიანი ეზოები" კარგი პროექტია სამუშაო ადგილების შესაქმნელად. მისივე თქმით, თელავის მუნიციპალიტეტის საქმიან ეზოში ადგილობრივები დასაქმდებიან.
"მორიგი საქმიანი ეზო მოეწყო თელავის მუნიციპალიტეტში. ეს ტერიტორია უახლოეს მომავალში შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტოს მიერ შექმნილ საქმიან ეზოებში იქნება სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, " - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.