18 აპრილი 2024,   12:09
ვრცლად
კონკურენციის კანონში ცვლილებებით კონკურენციის სააგენტო​ ბიზნესის​ მატერორებელ სააგენტოდ გადაიქცევა - რომან გოცირიძე

"კონკურენციის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დეპუტატები მეორე მოსმენით დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

ინიციატივის ავტორის რომან კაკულიას თქმით, ცვლილებების მიზანი კანონში არსებული პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა და მისი აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკულია ოპოზიცია.

ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ახალი ცვლილება ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტ ბერკეტს მიანიჭებს.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო ბიზნესის მატერორებელ ორგანოდ გადაიქცევა. 

"კონკურენციის კანონში შედის ცვლილებები, ბიზნესის მატერორებელ სააგენტოდ გადაიქცევა კონკურენციის სააგენტო. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ბიზნესი დარჩება ინვესტიციების გარეშე. ეს კი ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგებზე ეს ყველაფერი მძიმე გავლენას მოახდენს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია კი აღნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტო კოლეგიალური და გამჭირვალე იქნება.

"ეს სააგენტო შეასრულებს ძალიან პოზიტიურ როლს. ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებასთან საქმე აღარ გვექნება. გადაწყვეტილება იქნება კოლეგიალური და გაიზრდება გამჭვირვალობის ხარისხი,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

დღის ამბები