19 აპრილი 2024,   22:57
ვრცლად
საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და გართულებული უსაფრთხოების გარემო - ლაშა დარსალია მარეკ ჩშიგელს შეხვდა

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და გართულებული უსაფრთხოების გარემო, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეხვედრის მთავარი თემა იყო.

ლაშა დარსალიასა და მარეკ ჩშიგელს შორის საუბარისას ყურადღება გამახვილდა 11 ივლისის ინციდენტზე.

მხარეებმა საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი დაგმეს და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ახალგაზრდა მამაკაცის თბილისისთვის დაუყოვნებლივ გადმოცემის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც საქართველოში არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიის როლსა და მნიშვნელობაზე.

"საოკუპაციო ხაზთან არსებული ბოლო პროვოკაცია მიმოვიხილეთ, რომელის დროსაც ჩვენი მოქალაქის დაჭრა და დაკავება მოხდა. მოვისმინეთ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში განვითარებული ინციდენტები, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების დროული რეაგირება,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

დღის ამბები