25 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
კიბოს უფასო სკრინინგი - ეროვნული სკრინინგ ცენტრი მობილური ჯგუფებით რეგიონებში გასვლას იწყებს

კიბოს უფასო სკრინინგის აქცია ზესტაფონში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი აპარატურის საშუალებით სამედიცინო შემოწმება ჩაიტარონ.

რეგიონში სკრინინგის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ზესტაფონის მერმა. ის აქციის ორგანიზატორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის ეთერ კიღურაძის თქმით, სკრინინგ ცენტრი სხვა რეგიონებსაც ეწვევა. 

"ეროვნული სკრინინგ ცენტრი, მობილური ჯგუფებით რეგიონებში გასვლას იწყებს. ამ აქტივობას "ჯეო-ჰოსპიტალის" ქსელი უერთდება. ამასთან ჩატარდება სკრინინგული გამოკვლევები, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს გულისხმობს და ასევე, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, თავისი მოძრავი ავტომობილით ჩაატარებს ძუძუს უფასო გამოკვლევებს," - აცხადებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე. 

დღის ამბები