25 აპრილი 2024,   21:30
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი თბილისის გენერალური გეგმის ცვლილებებს დედაქალაქის მერის კორუფციულ ინტერესებს უკავშირებს

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის გენერალურ გეგმაში სატყეო ზონებთან ინიცირებულ ცვლილებებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა, დეპუტატის განცხადებით, მერიამ სხვადასხვა რაიონებში არსებულ მიწებს მწვანე ზონის სტატუსი გენერალური გეგმის ფარგლებში წელიწადნახევრის წინ მიანიჭა, ხოლო დღეს გეგმაში ცვლილების დამტკიცებას აპირებს.

პოლიტიკოსი ცვლილებების მიზეზად დედაქალაქის მერის კორუფციულ ინტერესებს ასახელებს, თუმცა მერია ბრალდებებს უარყოფს.

დეპუტატ ირაკლი ზარქუას განცხადებით, სარევიზიო კომისიამ შეისწავლა არსებული ტერიტორიები და ცვლილებების ინიცირებაც სწორედ რევიზიის დასკვნის საფუძველზე მოხდა.

" აქ შედის ცვლილებების პაკეტი, რაც გულისხმობს იმას, რომ კალაძე სატყეო ზონას სარეკრეაციო და საცხოვრებელ ზონად ცვლის, ანუ, სადაც მშენებლობა არ შეიძლებოდა, ახლა მშენებლობა შესაძლებელი გახდება,"-  განაცხადა,  თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა

"თბილისი ქაოსურად არ უნდა განაშენიანდეს, ამიტომ ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, ამის შემდეგ მოხდა  შესწავლა და ამ შესწავლის საფუძველზე მოგვეცა საშუალება მკაცრ ზონებში არ აშენებულიყო მაღალი კორპუსები, თუმცა,  მათი ამოცანაა, მოსახლეობის სიცრუეში შეყვანა, - " განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები