20 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
ამ თემით სპეკულაციობთ იმისთვის, რომ დააზიანოთ პარლამენტი როგორც ინსტიტუტი და მიიტაცოთ ძალაუფლება, რომელსაც ვერც კი გვიხსნით რაში გჭირდებათ - ელენე ხოშტარია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილებების შესახებ მოქმედების ვადა ხვალ იწურება, თუმცა ის შესაძლოა კიდევ ერთი თვით გადავადდეს. ამასთან დაკავშირებით კანონმდებლებმა საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღონ.

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის პლენარული სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობს. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელია, როდესაც ხელისუფლება დიდ დროს უთმობს იმის ახსნას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანზე ზრუნვა, რეალურად კი მხოლოდ ამის მცდელობა ჩანს. 

"ძალიან შეურაცხყოფილია ჩვენთვის, როდესაც თქვენ დიდ დროს უთმობთ იმის ახსნას თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანზე ზრუნვა, როგორი მნიშვნელოვანია კოვიდის დამარცხება. ჩვენ რას ვხედავთ ახლა? უბრალოდ მცდელობას, ახლა ქალბატონ მარიამს ვეთანხმები, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ამ თემით სპეკულაციობთ იმისთვის, რომ ჯერ ერთი დააზიანოთ პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი და მიიტაცოთ ის ძალაუფლება, რომელსაც ვერც კი გვიხსნით რაში შეიძლება დაგჭირდეთ," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

"ევროპული საქართველოს" წევრის განცხადებას უპასუხა დიმიტრი ხუნდაძემ. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თუ მონათესავე წევრებისთვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის შესახებ მუდმივად არის შესახსენებელი.

""ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ყოფილს, მონათესავეს თუ მობიძაშვილეს, როცა ველაპარაკები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე სრული მორალური პასუხისმგებლობა მაქვს იმიტომ, რომ თქვენ ეს ნამდვილად გაქვთ შესახსენებელი ყოველ წუთს," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ვადა ივლისამდე იყო გაწერილი, თუმცა შესაძლოა ვადა 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. დეპუტატები პაკეტს, სავარაუდოდ, დღესვე დაამტკიცებენ. პარლამენტის პლენარული სხდომა ამ წუთებში კამათის ფონზე მიმდინარეობს.

დღის ამბები