გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ.
ბრალდებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული. 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი ქურდობაშია ბრალდებული.