24 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
ეუთოს თავმჯდომარე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე. ვითარების დეესკალაცისკენ მოწოდება გაავრცელა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმაც.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება გუშინ საარტილერიო ცეცხლით გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, 3-დღიანი დაპირისპირების განმავლობაში 11 აზერბაიჯანელი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სომხური მხარის ცნობით, კი კონფლიქტს 4 სომეხი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ოფიციალური ერევანი დაპირისპირების ამსახველ კადრებს ავრცელებს და ცეცხლის გახსნაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. ურთიერთსაპირისპირო ბრალდებას უყენებს ოფიციალური ბაქო ერევანს.

ამ ეტაპზე ორი ქვეყნის საზღვარზე სიმშვიდეა.

დღის ამბები