24 აპრილი 2024,   03:59
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერებმა COVID-19-ის ფონზე დაზარალებული ეკონიმიკის დასახმარებლად მოლაპარაკებები ერთი დღით გაახანგრძლივეს

ბრიუსელში, ორდღიანი დატვირთული მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ, თუმცა სამიტი კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივეს, რომ აზრთა სხვადასხვაობა გადალახონ.

ნიდერლანდები, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი და დანია კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკის დახმარების გეგმაში ცვლილებების შეტანას მოითხოვენ, კერძოდ - ფინანსური დახმარების მიღების შემდეგ, ქვეყნებმა წარმოადგინონ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, რაში დაიხარჯა კონკრეტული ქვეყნებისთვის გამოყოფილი თანხა.

დღის ამბები