23 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირისგან თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადესს პარიზში, ელისეს სასახლეში უმასპინძლა. ორივე მათგანი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მოქმედებებს აკრიტიკებს, რომელიც ბუნებრივი რესურსების ძიების მიზნით კვლევით და ბურღვით სამუშაოებს აწარმოებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საბერძნეთისა და კვიპროსის ტერიტორიული წყლების ხელყოფისთვის თურქეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან სანქციების დაწესება მოითხოვა და საბერძნეთსა და კვიპროსს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის მხრიდან "მათი სუვერენიტეტის ხელყოფის" საკითხში.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან დიდი შეცდომა იქნება, უპასუხოდ დატოვოს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში დაწყებული პროვოკაციები.

დღის ამბები