25 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
ფსიქიკური ჯანმრთლობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში დაპირისპირებისას პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა

ხმაური და დაპირისპირება იყო ქავთარაძის ქუჩაზე, ფსიქიკური ჯანმრთლობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

პაციენტების მტკიცებით, დაპირისპირების მიზეზი მათთვის მედიკამენტების მიცემაზე უარი გახდა, რის შემდეგაც დაცვამ მათ შენობა დაატოვებინა. ბრალდებებს უარყოფს კლინიკის ადმინისტრაცია და აცხადებს, რომ დაპირისპირება პაციენტებს შორის მოხდა და მედპერსონალი არაფერ შუაშია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებულია 4 ადამიანი.

დღის ამბები