19 აპრილი 2024,   11:50
ვრცლად
თალიბანი ყურბან-ბაირამის გამო ავღანეთში 3 დღით ცეცხლს შეწყვეტს

დაჯგუფება თალიბანი აცხადებს, რომ ყურბან-ბაირამის გამო ავღანეთში 3 დღით ცეცხლს შეწყვეტს. დაჯგუფების წარმომადგენლების თქმით, დღესასწაულის მიუხედავად თუ თალიბანის მებრძოლებს სამთავრობო ძალები თავს დაესხმებიან, ისინი პასუხს გასცემენ.

ავღანეთის პრეზიდენტმა კი პირობა დადო, რომ "თალიბანის" 5 000 წევრს გაათავისუფლებს, რაც შტატებსა და თალიბებს შორის დადებული პატიმრების გაცვლის ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

ისტორიული შეთანხმება, რომელიც შტატებსა და თალიბანს შორის თებერვალში გაფორმდა, ავღანეთში მრავალწლიანი სამხედრო კონფლიქტის დასრულებასა და მშვიდობის მიღწევას ემსახურება. 

დღის ამბები