25 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
ფიფას პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

შვეიცარიაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ.

მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი დანაშაულებრივ საქმიანობაშია შემჩნეული, რომელიც ორგანიზაციის შიგნით კორუფციულ გარიგებებს გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსურ მაქინაციებში ფიფას მოქმედი პრეზიდენტის გარდა ჩართულნი იყვნენ მთავარი პროკურორები.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ ფიფასა და უეფას პრეზიდენტებიც ამხილეს კორუფციაში.

დღის ამბები