25 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
ჯანმო: გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსული ინფექციის 292 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.

კორონავირუსის 880 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 120 პაციენტი გარდაიცვალა გაერთიანებულ სამეფოში.

ინფიცირების შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი, 416 შემთხვევა, გამოვლინდა ბოლო 24 საათში ავსტრალიაში.

"ვიქტორიას შტატში ინფიცირების შემთხვევები იზრდება . მონაცემები გუშინდელ სტატისტიკაზე მეტია . ვიკვლევთ კონტაქტებს . არსებობს დიდი ალბათობა რომ დაფქისირებული შემთხვევები კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტებს უკავშირდება,"- აცხადებს ავსტრალიის ვიქტორიას შტატის პრემიერ-მინისტრი დანიელ ენდრიუსი

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ვიქტორიას შტატშია, სადაც ერთ დღეში ვირუსი 397 ადამინს დაუდგინდა. ინფექციის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო ჰონგ-კონგმა საველე ჰოსპიტალის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ჰოსპიტალი 500 პაციენტზეა გათვლილი. ჰონგ-კონგში 3 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.



 

დღის ამბები