24 აპრილი 2024,   09:36
ვრცლად
საბოლოოდ, ყველა დაინფიცირდება, ასეთია ცხოვრება - ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსზე

ყველაზე რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია. შეერთებულ შტატებში ვირუსი, ბოლო 24 საათში, 70 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. მექსიკამ ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობით დიდ ბრიტანეთს გაუსწრო, რომელიც დღემდე მესამე ადგილს იკავებდა.

ბრაზილიაში კორონავირუსის 53 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაღუპულია ათას 212 ადამიანი. ქვეყნის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ რომელიც კორონავირუსიგან გამოჯანმრთელდა, აცხადებს რომ ინფექციით ყველა ადამიანი დაავადდება.

"მე რისკის ჯგუფში ვარ. ვიცოდი, რომ ოდესმე დავინფიცირდებოდი, ვფიქრობ საბოლოოდ, ყველა დაინფიცირდება. რისი გეშინიათ? მზად იყავით. სიკვდილი სამწუხარო რამეა, მაგრამ ადამიანები ყოველდღიურად სხვადასხვა მიზეზით კვდებიან. ასეთია ცხოვრება,"- აცხადებს ჟაირ ბოლსონარუ.

დღის ამბები