18 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
სოფელ ყარაჯალარიდან ნავთლუღის ბაზარში სარეალიზაციოდ პროდუქტს მოსახლეობა ხვალიდან გაიტანს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან, ნავთლუღის ბაზარში სარეალიზაციოდ პროდუქტს მოსახლეობა ხვალიდან გაიტანს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, გამოიყო 10 სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც პროდუქციის გატანა განხორციელდება.

"გუშინ მოსახლეობის მოთხოვნა რაც იყო, რომ საკუთარი პროდუქციის - ბოსტნეულის რეალიზაცია თავად მოეხდინათ ბაზარში, ამაზე ჩვენ შევთანხმდით, გამოიყო 10 სამარშრუტო მანქანა. ვინც გაიტანს ამ პროდუქციას ბაზარში, დღეს ჩაუტარდათ "PCR" ტესტირება და კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ამ ადამიანებს მიეცემათ საშუალება, გადაადგილდნენ და მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია, რა თქმა უნდა ეს პროცესი იქნება კონტროლის ქვეშ.

ორშაბათიდან დავიწყებთ მოსახლეობაში პროდუქტისა და ჰიგიენის საშუალებების დარიგებას, პირველ რიგში, ეს გადაეცემა სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს, ასევ სხვა შეჭირვებულ ოჯახებსაც," - განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 66 საკვლევი მასალიდან, დღეს ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა და კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

”რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის” დირექტორი დავით ბეგაშვილი აცხადებს, რომ ყარაჯალალში 2500-ზე მეტი PCR-ტესტია ჩატარებული.

"მთლიანად ჩატარებულია ყარაჯალალში 2500-ზე მეტი ტესტი. მიმდინარეობს ამ ეტაპზე მოსახლოებასთან ინტენსიური მუშაობა, რომ ტესტი ჩაიტარონ,"- განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

დღის ამბები