20 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
ორი თვის შემდეგ კოსმოსური სადგურიდან "სფეის იქსისა" და "ნასას" ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა
კოსმოსურ სადგურზე ორთვიანი ყოფნის შემდეგ "სფეის იქსისისა" და "ნასას" გაშვებული კერძო ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა. ეკიპაჟის წევრებმა ხომალდი ფლორიდის სანაპიროსთან, ოკეანეში წარმატებით დასვეს.
 
"სფეის იქსისისა" და "ნასას" ხომალდის ისტორიული გაშვება 30 მაისს განახორციელდა. ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და თვალს აშშ-ს პრეზიდენტიც ადევნებდა.
 
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ შეერთებული შტატებიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.
დღის ამბები