წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან ოფიციალურად იწყებს პარტია "მოქალაქეები". ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური მოძრაობა პრეზენტაციას გეგმავს.
დღესვე თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დასახელდება, წარდგენები კი ეტაპობრივად გაგრძელდება.
"ვისაუბრებთ ხედვებზე და გეგმებზე. რას ვაპირებთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. დავასახელებთ ვინ იქნება თბილისის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.