კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოში 18 მილიონს უახლოვდება. ლეტალობისა და ინფიცირების მზარდი მონაცემები კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში ფიქსირდება.
კოვიდ ინფექციით 47,000-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევით მექსიკამ აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
გამკაცრებული რეჟიმი მოქმედებს ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც 500 სამხედროა მობილიზებული. კორონავირუსი დაუდასტურდა ნორვეგიულ საკრუიზო გემზე მყოფ 41 პირს, ასობით მგზავრი კარანტინშია და ტესტის პასუხებს ელოდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დასკვნით ეტაპზეა.
მონაცემები მატულობს რეგიონის ქვეყნებშიც. ყოველდღიურად ინფიცირების 5,000-ზე მეტი ფაქტი დასტურდება რუსეთში, 5,700-ს აჭარბებს თურქეთში გარდაცვლილთა რიცხვი, ბოლო 24 საათში COVID-19-ის დიაგნოზით სომხეთში 8, აზერბაიჯანში კი 6 პაციენტი დაიღუპა.