22 სექტემბერი 2020,   21:00
ვრცლად
ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 300 ათასამდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ქვეყნის მთავრობაში აცახდებენ, რომ მომხდარის შედეგად ქალაქზე მიყენებული ზარალი 3-დან 5 მილიარდამდე დოლარს შეადგენს.

აფეთქების შედეგად დაშავდა ჰოლანდიის ელჩის მეუღლე და გაეროს წარმომადგენლები. ბეირუთს დახმარება შესთავაზა საფრანგეთმა, შეეერთბულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ისრაელმა.

საფრანგეთიდან ლიბანში ორი სამხედრო თვითმფრინავი, 15 ტონა აღჭურვილობა და 55 სამხედრო პერსონალი ჩავა. ასევე, საფრანგეთი ლიბანს დაეხმარება მოძრავი კლინიკითაც.

ლიბანს უკვე დაეხმარა ყატარი, ქუვეითი და ერაყი. მასშტაბური აფეთქება ბეირუთში გუშინ, ადგილობრივი დროით, საღამოს 6 საათძე მოხდა.

დაიღუპა 100-ზე და დაშავდა 4 ათასზე მეტი ადამიანი. 

 

დღის ამბები