24 სექტემბერი 2020,   07:43
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში 19 მილიონს უახლოვდება

19 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში, მათგან 12 მილიონზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის მაჩვენებელი მზარდია შეერთებულ შტატებში, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 161 ათასს აჭარბებს.

რთული ეპიდსიტუაციაა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში არგენტინაში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობის დღიური შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ორ თვეში პირველად კოვიდინფექციის ყველაზე მეტი 1 600-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა საფრანგეთში.

ლეტალობის მაჩვენებელი მატულობს რუსეთსა და თურქეთში, სომხეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 770-ს, აზერბაიჯანში კი 476-ს მიაღწია.

დღის ამბები