სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში. გურამიშვილის გამზირზე "მინი კუპერის" მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა სადაც 5 ადამიანი იჯდა. მომხდარის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანაში მჯდომი სამი ადამიანი, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
"61 წლის მამაკაცი გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ვერიფიცირდა თავის ტვინის დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევა, ქალა-ფუძის მოტეხილობა, გულმკერდის ნეკნების მოტეხილობა, გულმკერდის დაჟეჟილობა. მეორე პაციენტი 65 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება ტვინის მსუბუქი შერყევა, მდგომარეობა შედარებით სტაბილურია," - აცხადებს ექიმი გიორგი ბარაბაძე.