20 აპრილი 2024,   17:42
ვრცლად
არასამთავრობოების შეფასებით, ანტიკრიზისული გეგმა წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ეჭვს ბადებს

პრემიერ- მინისტრის მიერ ანტიკრიზისული გეგმის შესახებ გაკეთებულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მათი თქმით, დახმარებები, რომელიც გიორგი გახარიამ დაასახელა კითხვის ნიშნებს აჩენს და წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ეჭვს ბადებს. ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მმართველ პარტიასა და ბიძინა ივანიშვილზე აქცენტის გაკეთებისგან და მოსახლეობას სწორად მიაწოდოს დახმარებების მნიშვნელობა.

"საკითხი დგას ისე, რომ რაც გააკეთა ამას როგორ მიაწვდის მოქალაქეებს, თუ ამას მიაწვდის როგორც  მის პარტიულ დამსახურებას და არა ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფოს უნდა შეესრულებინა, მაშინ ცხადია ეს უარყოფითად შეფასდება და დაემსგავსება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ეს მინიშნებებიც ბიძინა ივანიშვილზე ამ განცდას აღძრავს," - აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე.

სახელმწიფოს დახმარებების პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე საუბრობს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე, მისი თქმით გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, რატომ დააანონსა არჩევნების შემდეგ, ნოემბრის თვიდან დაგეგმილი შეღავათები მმართველმა გუნდმა არჩევნებამდე:

"გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო წინასწარ ამ გადასახადებზე შეღავათების დაანონსება, რომელიც ნოემბრიდან შედის ძალაში, შესაძლებელი იყო რომ არჩევნების შემდეგ მომხდარიყო," - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთარში 4 თვის კომუნალური გადასახადი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ბიუჯეტიდან დაუფინანსდება, ამასთან ყველა არასრულწლოვანი ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას მიიღებს, სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის თვითდასაქმებულებიც, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა ვერ მოახერხეს.

დღის ამბები