19 აპრილი 2024,   06:14
ვრცლად
რუსული დეზინფორმაცია ქართულ ენაზე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსული დეზინფორმაციის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოზეც.

"გლობალური ჩართულობის ცენტრის" მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2015 წელს დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო "ნიუს ფრონტი" სხვადასხვა ენაზე, მათ შორის - ქართულად, უკრაინის კონფლიქტის, ყირიმის ანექსიის, შეერთებული შტატების არჩევნების, ნატოსა და კორონავირუსის პანდემიის თემებზე დეზინფორმაციულ, პრორუსულ მასალებს აქვეყნებს.

ანგარიშში ხაზგასმულია, ისიც, რომ "ფეისბუქის" მიერ წაშლილი სააგენტოს კუთვნილი ანგარიშები მიზნად "ფეისბუქის" ქართველ მომხმარებლებს შორის აგრესიის წაქეზებას, საზოგადოების დაყოფას და პრორუსული გზავნილების გავრცელებით პოლიტიკური პოლარიზაციის შექმნას ისახავდა.

დღის ამბები