20 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
"ლელო საქართველოსთვის" წევრები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან

"ლელო საქართველოსთვის" წევრები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. "ლელოს" წევრებმა განაცხადეს, რომ ეუთოსთან ძირითადი თემა რაზეც ყურადღებას გაამახვილებენ, იქნება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანია დამკვირვებლების დიდი რაოდენობა იყოს, რომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება.

"ძალიან მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის ღრმა ჩართულობა წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ მათ, რომ რაც შეიძლება დიდი წარმომადგენლობა იყოს წლევანდელ არჩევნებზე მათი მხრიდან და წინასაარჩევნო დააკვირდნენ მთელს პროცესს, იმისათვის, რომ ჩვენ არ მივცეთ საშუალება მმართველ ძალას უკანონოდ გამოიყენოს მის ხელში არსებული რესურსები, "- განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები