25 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, ამ გუნდთან ერთად ჩვენ მოვიტანთ სამართალს" - ლევან სამუშია "ლელოს" შეუერთდა

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი ლევან სამუშია "ლელოს" შეუერთდა.

"ლელო საქართველოსთვის" ახალი წევრი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს, ბრიფინგზე წარადგინა.

"ლელო აგრძელებს გაფართოებას, ბრძოლას. ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო, ეს ბრძოლა იქნება უნიათო მთავრობის, "ოცნების" ჩამოშორება ხელისუფლებიდან. ჩვენ გვიერთდება ერთ-ერთი ძალიან კარგი ქართველი, მეომარი, პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა წინა ხაზზე და ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს ადამიანი, ლევან სამუშია დღეიდან ლელოს გუნდს უერთდება,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან სამუშიას განცხადებით, "ლელო" ახალი სიტყვა და ძალაა ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული.

"გუნდი, რომლისთვისაც მთავარია ადამიანის უფლებები, ადამიანი, ადამიანზე ორიენტირებულია გუნდი, ქვეყნის განვითარება, დასავლური მომავალი, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს სამართლიანი სასამართლო სისტემა, სამართალი ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, ამ გუნდთან ერთად ჩვენ მოვიტანთ სამართალს,"-განაცხადა ლევან სამუშია. 

დღის ამბები