20 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
"ვაპირებთ გავაერთიანოთ დევნილების ძალა" - არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ახალი პარტია "არჩევანი სამშობლოსთვის" დარეგისტრირდა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი პარტია "არჩევანი სამშობლოსთვის" უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდა. 

პარტიის წარმომადგენლის, ლელა გულედანის თქმით, ისინი აპირებენ გააერთიანონ დევნილების ძალა, რომელიც არც თუ ისე პატარაა და მოახდინონ გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკაზე დევნილების მიმართ.

"დღეიდან ჩვენ ვაპირებთ გავაერთიანოთ დევნილების ძალა, რომელიც არც თუ ისე პატარაა ჩვენს ქვეყანაში და მოვახდინოთ გავლენა ჩვენს მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაზე, ჩვენ დავგეგმოთ ჩვენს მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა და ვიბრძოლოთ საპარლამენტო ტრიბუნის მოსაპოვებლად და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ როგორც შერიგების, ისე ქვეყნის განვითარების პროცესში,"-განაცხადა ლელა გულედანმა

დღის ამბები