28 სექტემბერი 2020,   22:22
ვრცლად
"პუტინი კორონავირუსს იყენებს, რათა საზღვრები შეცვალოს"- გერმანული პრესა რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით წერს

გერმანული პრესა რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით წერს. სტატიაში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე.

"დღევანდელ დღეს, 12 წლის წინ, დაიწყო ძლიერი რუსეთის ომი ერთიციდა საქართველოს წინააღმდეგ. ბრძოლამ მხოლოდ ხუთ დღეს გასტანა, რომლის ბედიც (მაშინ მოჩვენებითად
პრემიერ-მინისტრის რანგში "პრეზიდენტ" მედვედევის უკან ამოფარებული) პუტინის
არმიამ ადვილად გადაწყვიტა თავის სასარგებლოდ.

მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გამოაცხადა კრემლმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი
დამოუკიდებელ ქვეყნებად. ფარსი, რომელიც მსოფლიოში სახელმწიფოთა 97% არ
აღიარებს. რუსეთის ФСБ თავის თავზე იღებს ორივე „სახელმწიფოს“ „საზღვრის დაცვის“
საქმის დიდ ნაწილს. საქართველოს მიმართ დღემდე მიმდინარე აგრესიისთვის რუსეთი
ჯერ არ დასჯილა.

პუტინი ესკალაციას განაგრძობს. საქართველოს მთავრობის შიდა დოკუმენტის („ნონფეიფერი“) მიხედვით, რომელიც "ბილდს" ხელთ აქვს, კრემლი საქართველოს წინააღმდეგ თავისი ჰიბრიდული ომის ინტენსივირებას აწარმოებს.

„იმ დროს, როცა საქართველო და მთელი მსოფლიო ყველაზე მოწყვლადია, რუსეთმა გააფართოვა თავისი ჰიბრიდული არსენალი, აგრესიული მედიის პროპაგანდის ჩათვლით“, აღნიშნულია დოკუმენტში.

რუსეთი კორონავირუსზე მიმართულ ფოკუსს ჩუმი ანექსიისთვის იყენებს.
ეს "ბილდს" დაუდასტურა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამაც და ის უფრო
შორსაც წავიდა პუტინის რეჟიმის დადანაშაულების კუთხით: „იმ დროს, როცა მთელი
მსოფლიოს ყურადღება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზეა მიმართული, რუსული
საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ „სასაზღვრო ნიშნების“, მავთულხლართებისა და სხვა
ხელოვნური ბარიერების აღმართვას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ".

რუსეთი დე ფაქტო ახდენს უფრო დ აუფრო მეტი ქართული მიწის ანექსიას მაშინ, როცა
მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული,
აღნიშნავს საქართველოს ელჩი, რომელმაც გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკვალტერ შტაინმაიერისგან მიმდინარე წლის აპრილში მიიღო აკრედიტაცია.

14 ქართულ სოფელს ეხება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისა და მისი ადგილობრივი
მოკავშირეების მიერ წარმოებული ე. წ. „ბორდერიზაცია“.

ე. წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო ქართული უწყებები ვეღარ ახერხებენ, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთარი მოსახლეობის საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას“. ამან ახალგორის  რაიონში „ერთი პაციენტის ტრაგიკულად გარდაცვალება გამოიწვია.“ ერთ-ერთ საქართველოს მოქალაქეს კი „სამხრეთ ოსეთის არალეგალური „სასაზღვრო ჯარების“ წარმომადგენლებმა ესროლეს, დაჭრეს და შემდეგ დააპატიმრეს. სამწუხაროდ, საქართველოს მხარის ყოველგვარი მოთხოვნა დაჭრილი პირის გადაცემის შესახებ უპასუხოდ დარჩა".

კრემლის პროპაგანდა საქართველოს ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებს.
გარდა ამისა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის კამპანია
კორონას პანდემიას მოარგო.

„ჰიბრიდული ომის წარმოების რუსული ტაქტიკა“ რამდენიმე
გასული თვის მანძილზე მიმართულია „საქართველოში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ
ბრძოლის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტის, კერძოდ კი,
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“
წინააღმდეგ, რომელშიც ტარდება კორონას ტესტები.

ელჩი იზორია უცხადებს „ბილდს“: „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა ჩვენი უმნიშვნელოვანესი კორონა-ლაბორატორია, რომ ამ უკანასკნელმა
ინფექციის გამომწვევი ვირუსი სამხედრო მიზნებისთვის განავითარა და შესაძლოა საშიში
დაავადებების გავრცელების პროვოცირება მოახდინოს.- ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები