30 სექტემბერი 2020,   13:39
ვრცლად
ოკუპაციის თემა კვლავ უნდა დავაბრუნოთ მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში - ბადრი ჯაფარიძე

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები გადადგმისთვის აუცილებელია, რომ თემა დაბრუნდეს მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში:

"ჩვენ ეს თემა კვლავ უნდა დავაბრუნოთ მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, მხოლოდ ეს არის გზა იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ დეოკუპაცია და ჩვენი მოსახლეობა, რომელიც დღეს იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულიად უუფლებოდ და დაჩაგრულ მდგომარეობაში, ჩვენ მათ შევუქმნათ და დავეხმაროთ, რომ იგრძნონ საქართველოს მოქალაქეობა და ჩვენი მხრიდან ყურადღება, რაც დღეს მათ არ გააჩნიათ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ოკუპაციის პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება მიაჩნია დამოუკიდებელ დეპუტატ  ეკა ბესელიას:

"ერთადერთი გზა, რითიც ქვეყანამ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარებისკენ და დეოკუპაციისკენ იაროს, ეს არის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება და იმ კონდიციამდე მისვლა, რომ ვაიძულოთ ერთ მშვენიერ დღეს ოკუპანტი სახელმწიფო, რომ ისეთი ტიპის მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, რომელიც მიგვაღწევინებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები