23 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
ჩვენ უნდა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი საბოლოო გამარჯვებამდე - გიორგი გახარია

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების ძირითადი მიზანია, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

"ეს დღე უაღრესად მძიმეა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია, ყველაფრის მიუხედავად, პატივი მივაგოთ მათ ყოველ დღე.

საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე დაკარგა და ოკუპირებული გახადა საქართველოს ტერიტორიების 22%, ეს არის, დღეს, საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენი მოვალეობაა გვახსოვდეს ყველა დაღუპული. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს, ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი საბოლოო გამარჯვებამდე," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 12 წელი გავიდა. 

 

დღის ამბები