19 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
რატომ არ იყო მთავრობის წევრების მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში  ნახსენები პუტინი - გიორგი გახარიას პასუხი

რატომ არ იყო გუშინ, მთავრობის წევრების მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებში  ნახსენები პუტინი? - ამაზე გიორგი გახარია ამბობს, რომ რადგან რუსეთის ჯარის შემოჭრაზე იყო საუბარი, აქ იგულისხმებოდა პუტინიც. 

"რუსეთის ჯარი შემოიჭრა საქართველოში, ეს კი იყო ვლადიმერ პუტინის დავალებით. მიუხედავად ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა და პერსონალური ადამიანების პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ვახერხებთ და ვაღრმავებთ პარტნიორობას, ჩვენ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს არის, ნატო, აშშ და ევროკავშირი. ამ მიმართულებით, ვინც რა სახის სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს, საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას არაფერი ემუქრება. პირიქით, ეს ურთიერთობა ისეთი გახდა, როგორიც არასოდეს ყოფილა,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 12 წელი გავიდა. 

 

დღის ამბები