20 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
ოკუპაცია ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით - კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მან აღნიშნა, რომ საქართველო ოკუპაციას არასოდეს შეეგუება და ამისათვის ოკუპანტების წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდი უნდა გამოიყენოს საქართველომ.

"საშინელი დღეებიდან 12 წელი გავიდა, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი და ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვა. ოკუპაცია, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება და ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისათვის, ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.  

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან, 12 წელი გავიდა. 

 

დღის ამბები