ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორისაა მფრინავიც.
ბოლო მონაცემებით, დაშავდა 96 ადამიანი. მათგან 20-ამდე პირის მდგომარეობა მძიმეა. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
Air India-ს თვითმფრინავი კერალაში, აეროპორტში დაშვების შემდეგ, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ორ ნაწილად გაიყო. კატასტროფის მიზეზად, ჯერჯერობით, უამინდობა სახელდება.
თვითმფრინავი რეისს დუბაიდან ასრულებდა. მის ბორტზე სულ 190 ადამიანი იმყოფებოდა.