19 აპრილი 2024,   06:06
ვრცლად
რესპუბლიკელები და დემოკრატები ვერ შეთანხმდნენ, რა თანხა გამოყონ უსამსახუროდ დარჩენილი ამერიკელებისთვის

კონგრესში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გამოყოფის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა. მომხდარი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის უთანხმოებას უკავშირდება. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა გამოიყოს სამსახურის გარეშე დარჩენილი ამერიკელების დასახმარებლად.

გასული თვეების განმავლობაში უსამსახუროდ დარჩენილი მილიონობით ამერიკელი ყოველი კვირის ბოლოს 600 დოლარს იღებდა. რესპუბლიკელები სოციალური პაკეტის შემცირებას ითხოვენ, რასაც დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

პანდემიის შედეგად უმუშევრობის დონემ ქვეყანაში 10.2%-ს მიაღწია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ-სთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დღის ამბები