20 აპრილი 2024,   20:02
ვრცლად
ჩეხეთში ხანძარს 11 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

11 ადამიანი დაიღუპა ჩეხეთში მომხდარი ხანძრის შედეგად. მათ შორის, სამი მცირეწლოვანია.

ცეცხლი ბოჰუმინის დასახლებაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა. 6 ადამიანი ხანძრისგან მიყენებული დამწვრობით გარდაიცვალა, 5 კი ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადახტა და ტრავმების შედეგად დაიღუპა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

დღის ამბები