24 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა

5 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ აშშ-ში. აქედან დაღუპულია 163 ათასი. ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით ამერიკა მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს.

მეორე ადგილზე კვლავ ბრაზილიაა 100 ათასზე მეტი შემთხვევით, მესამეზე კი ინდოეთი, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 60 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 1000 ადამიანი.

მონაცემები მატულობს რეგიონის ქვეყნებშიც. გასულ დღე ღამეში რუსეთში 77 პაციენტი დაიღუპა "კოვიდ - 19-ით, სომხეთში 6, აზერბაიჯანში კი 2.

დღის ამბები