23 სექტემბერი 2020,   17:04
ვრცლად
ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის შედეგად საბერძნეთში 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ახალშობილიც

ხუთი ადამიანი დაიღუპა, ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის შედეგად საბერძნეთში კუნძულ ევიაზე. მათ შორის, გარდაცვლილია ახალშობილი.

გარდაცვლილთა უმეტესობა საკუთარი სახლების მახლობლად იპოვეს, დაკარგულებს კი ამ დრომდე ეძებენ.

მაშველებმა ათეულობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ვერტმფრენის საშუალებითაც.

წვიმის შედეგად დაიტბორა გზები, რამაც პრობლემები შექმნა ავტომობილებისთვის. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები რეგიონში.

დღის ამბები