17 აპრილი 2024,   03:07
ვრცლად
გერმანიის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში რუსეთს არსებითი წვლილი არ შეაქვს

გერმანიის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით რუსეთს ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში არსებითი წვლილი არ შეაქვს. ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

უწყებამ განცხადება ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრის, დეპუტატ სევიმ დაგდელენის კითხვის პასუხად გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, გერმანიის უწყებები და სამთავრობო ორგანოები 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე მინიმუმ 12-ჯერ დაეკონტაქტნენ რუსეთის ორგანოებს აღნიშნულ საქმეზე ინფორმაციის მიღების მიზნით.

უწყებას რუსეთის გენერალური პროკურატურისგან ბოლო პასუხი 2020 წლის 2 ივნისს აქვს მიღებული, თუმცა მას გამოძიებაში არსებითი წვლილი არ შეუტანია.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს.

დღის ამბები