20 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
ოფიციალური ბაქო ერევანს აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

ოფიციალური ბაქო ერევანს აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სროლის ქვეშ სამი სასაზღვრო სოფელი მოჰყვა.

როგორც ბაქოში ამბობენ, სომხურმა მხარემ დღე-ღამის განმავლობაში 35-ჯერ ისროლა. ოფიციალურ ერევანს აღნიშნულ ბრალდებაზე საპასუხო განცხადება ან კომენტარი არ გაუვრცელებია.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე დღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს ჰყავს მსხვერპლი, გარდაცვლილებს შორის არიან აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც.  

დღის ამბები