23 სექტემბერი 2020,   16:56
ვრცლად
შეტაკებების მეორე ღამე მინსკში - პოლიციამ ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

მინსკში არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანის შესაჩერებლად, პოლიციამ ამჯერადაც ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაღუპულია ერთი ადამიანი.

შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 3 ათასამდე მოქალაქე. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მინსკის ცენტრში სამხედრო ტექნიკაც იყო მობილიზებული, დაკეტილია მეტროსადგურები და ქუჩების ნაწილი.

ბელარუსის ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტზე მეტი მიიღო, მისმა კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კი 10. თუმცა განსხვავებულად ფიქრობს სამოქალაქო საზოგადოება და გამარჯვებას ტიხანოვსკაიას ანიჭებს.

ბელარუსში მასობრივ არეულობასთან და სამართალდამცველების წინააღმდეგ ქმედებების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ცუდად მუშაობს ინტერნეტი. ტვიტერის ინფორმაციით, ბელარუსში ფიქსირდება სოციალური ქსელის დაბლოკვის მცდელობები.

დღის ამბები