"7 დღე ჯარისკაცად" - ეს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტია, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.
პროექტი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად მომზადებულ 7 დღიან სასწავლო პროგრამას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მსმენელებს სამხედრო თემაზე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. ისინი, ასევე ჯარისკაცის ცხოვრების წესს გაეცნობიან.
"წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, რომელიც შეეხება, როგორც აქტიურ რეზერვს, ისე ეროვნული გვარდიის მოკლე ისტორიას და თავდაცვის ძალების პოპულარიზაციას. მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტების მხრიდან აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო,"- განაცხადა პოლკოვნიკმა, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა რომან ჯოხაძემ.