25 აპრილი 2024,   10:34
ვრცლად
მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სვანეთში - მუნიციპალიტეტში 400-მდე PCR ტესტია აღებული, 500-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

სვანეთში 500-ზე მეტი ადამიანი საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. რეგიონში ამოქმედებული მკაცრი რეჟიმიდან 21 საათის შემდეგ, ასეულობით მოქალაქე სხვადასხვა სივრცეებში გადაანაწილეს.

პარალელურად, მუშაობას აგრძელებს სპეციალისტთა რამდენიმე ჯგუფი და აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება. ამ დროისთვის უკვე აღებულია 400-მდე PCR ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ადგილზე ეპიდემიოლოგთა 5 ჯგუფი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მათი რაოდენობა გაიზრდება.

მუნიციპალიტეტის შესასვლელებში განთავსებულია ბლოკ-პოსტები და ვითარებას სამართალდამცველები აკონტროლებენ. 

დასახლებებში, რომელში შესვლა-გამოსვლას საპოლიციო ძალა აკონტროლებს, ძირითადად მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებს უშვებენ, რომლებსაც სოფლებში სურსათი და საკვები პროდუქტები შეაქვთ.

მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვება არ შეუძლიათ, ტურისტები კი, საკარანტინო სივრცეებში არიან გადანაწილებული. ადგილზეა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარიც. 

"დამატებითი ჯგუფი მიდის, PCR ტესტირება უნდა ჩავატაროთ. 400-მდე უკვე ტესტირება ჩატარდა" - აღნიშნა ერთ-ერთმა ეპიდემიოლოგმა.

დღის ამბები