20 აპრილი 2024,   13:04
ვრცლად
იქნება მცდელობა, რომ ექსპერტების მიერ მოხდეს facebook-ზე, Gmail-ზე და სხვა ქსელებში შესვლა - მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დღეს ახალ ინფორმაციას გაეცნობა. ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რა დროსაც შეეცდებიან მოიპოვონ წვდომა სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ანგარიშზე. ასეთი მცდელობა გუშინაც იყო, თუმცა უშედეგოდ.

"ვერ მოხდა სოციალურ ქსელში შესვლა და კოდების მოძიება და როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, დღესაც ანალოგიური მცდელობა იქნება განხორციელებული და იგივე პროცედურები ჩატარდება. რა ფორმით და რა იქნება გამოყენებული, ვერ გეტყვით. იქნება მცდელობა, რომ ექსპერტების მიერ მოხდეს facebook-ზეGmail-ზე და სხვა ქსელებში შესვლა,“ - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. 

დღის ამბები