24 აპრილი 2024,   10:12
ვრცლად
ლევან თოფაძეს არ დაუნახავს ჰქონდა თუ არა ბუსა ჟვანიას დანა, ან მსგავსი საგანი - ადვოკატი

ლევან თოფაძის გამოკითხვა გვიან ღამით დასრულდა. როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუნახავს ჰქონდა, თუ არა ბუსა ჟვანიას დანა ან მსგავსი საგანი. 

გიორგი ანთაძის თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ჟვანიასა და თოფაძეს შორის სატელეფონო საუბარი, რა დროსაც მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. თოფაძემ ასევე უარყო ნებისმიერი საგნით ჟვანიას დაზიანების ფაქტიც.

"მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, თუმცა ასევე განმარტა, რომ უშუალოდ დანა ან სხვა მსგავსი საგანი მას პირადად არ დაუნახავს. ბუსა ჟვანიასთან, როგორც თვითონ განმარტა, მხოლოდ ნაცნობობა ჰქონდა, გამარჯობით იცნობდა, დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად, მიაყენეს ერთმანეთი შეურაცხყოფა.

დასმული იყო შეკითხვა გამომძიებლის მხრიდან და კატეგორიულად უარყო, რომ მას რაიმე სახით, ან ნებისმიერი საგნით დაზიანება მიეყენებინოს ბუსა ჟვანიასთვის," - ამბობს ლევან თოფაძის ადვოკატი, გიორგი ანთაძე. 

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი 2 აგვისტოს დაჭრეს. განზრახ მკვლელობის მცდელობას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას ედავებიან. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 

დღის ამბები